ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანი იყო, რომ გენერალური პროკურორის შერჩევისას, ყოფილიყო მაღალი საზოგადოებრივი ნდობა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განაცხადებით გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი საზოგადოებაში ნდობას არ ბადებს.

მისივე თქმით, პროკურატურის ეფექტურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

“იმ ვითარებაში, როდესაც ამდენი კითხვა არსებობს პროკურატურის ეფექტურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გენერალური პროკურორის შერჩევისას, ყოფილიყო მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, თუმცა სამწუხაროდ მე, ვფიქრობ, რომ პროცესი როგორც მიმდინარეობს გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი, არ ბადებს საზოგადოებაში ნდობას. ეს პროცესი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო დააზიანებს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები