ჩინეთში ეპიდემიის დასრულების ვადები დასახელდა

მათემატიკური მოდელისა და ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პიკი, თებერვლის მეორე, ან მესამე დეკადაში იქნება.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის, პნევმონიის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა, ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება აპრილში მოხერხდება.

ბოლო მონაცემით, კორონავირუს COVID-19-ს 1868 ადამიანი ემსხვერპლა, 72,4 ათასი ადამიანი დაინფიცირებულია, კლინიკებიდან 12,5 ათასი პაციენტია გაწერილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები