სინგაპურში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის დამრღვევ პირებს დააპატიმრებენ

სინგაპურში ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინის ახალი წესები ამოქმედება, რომლის დარღვევა 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას, ან დიდი ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევში კი, ქვეყნიდან დეპორტაციით დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Straits Times სინგაპურის ეროვნული განვითარების მინისტრ, ლოურენს ვონგზე, დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი წესის ამოქმედებამდე, ჩინეთიდან დაბრუნებულ ქვეყნის მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში სახლში დარჩენა ევალებოდათ, თუმცა მათ სახლის დატოვების უფლება ცოტა ხნით ჰქონდათ.

ამიერიდან კი, ორი კვირის განმავლობაში ადამიანებს სახლების დატოვება ეკრძალებათ, საკვები პროდუქტებისა ან სხვა საჭირო ნივთების შესაძენად, მათ შეუძლიათ „სახლში მიტანის სერვისით, ან მეგობრების დახმარებით ისარგებლონ“.

ლოურენს ვონგის თქმით, ის ვინც კარანტინის პერიოდში სახლს დატოვებს, პასუხისგებაში მიეცემა.

წესების დაცვას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის უფლებამოსილი თანამშრომლები დააკვირდებიან, რომლებიც სახლებში დარეკვებს განახორციელებენ.

ახალი წესი ძალაში, 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:59 საათზე შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები