სესიაშვილი მარგველაშვილზე: სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო, ეს ადამიანი სისტემური დანაშაულის მამამთავარია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ეს მისი არჩევანია.

სესიაშვილის თქმით, მისი დამოკიდებულება მარგველაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით, აქ მთავრდება.

„ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მზადაა სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას დემოკრატიის მიმართულებით თავისი ხედვა აქვს. ეს ჩემთვის არის წყალგამყოფი.

სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ეს ადამიანი არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი. თუ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ესაა მისი არჩევანი, სადაც მე მის პოლიტიურ კარიერას ვერ ვხედავ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსნებთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე.

დღეს კი გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები