მოსკოვი რუსეთ-ნატოს საბჭოს ფორმატში უკრაინის საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს

მოსკოვს არ სურს უკრაინის საკითხის განხილვა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში ხდებოდეს, საკითხის განხილვა დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ხდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ნატოელი კოლეგები, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთთან დიალოგისთვის არიან ღია – იტყუებიან. ისინი იმ დიალოგისთვის არიან ღია, რომელიც ესმით როგორც რუსეთისთვის პრეტენზიების წაყენება, კერძოდ, უკრაინასთან დაკავშირებით. რუსეთ-ნატოს საბჭო არც ერთხელ არ შეკრებილა ულტიმატუმის ენის გამოყენების გარეშე, რომელიც უკრაინის პრობლემის განხილვის ეხებოდა. ეს ვუთხარი სტოლტენბერგს, როდესაც მიუნხენში შეხვდით, რომ ნატოს უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დიალოგს დასავლეთის იმ ქვეყნებთან ვმართავთ, რომლებიც უკრაინის საკითხის დარეგულირებით არიან დაკავებული, კერძოდ, ნორმანდიულ ფორმატში, საფრაგნეთსა და გერმანიასთან“, – თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, ნატოს „უკრაინული პრობლემების მხოლოდ გართულება შეუძლია, იმის მტკიცებით, რომ ნატო უკრაინას საკუთარ რიგებში გულმხურვალედ ელოდებიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები