მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა, ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, რომელიც გაზაფხულზე შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
უხვმა ნალექმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც დააზიანა. თითქმის ყველა მაღალმთიანი სოფელი დენის გარეშე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია, იგვე მდგომარეობაა დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, ინტენსიურად იწმინდებოდა შიდა სასოფლო გზები. უხვი ნალექისგან გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები