Sunday Times: რუსეთმა ირლანდიაში სადაზვერვო აქტივობა გააძლიერა

რუსეთმა, ირლანდიის სანაპიროსთან აგენტები გაგზავნა, რომელთა ამოცანაა დაადგინონ, სად გადიან წყალქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები, რომლებიც ევროპას აშშ-თან აკავშირებენ.

ამის შესახებ Sunday Times ირლანდიის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს.

ირლანდიელი პოლიციელებისა და სამხედროების აზრით, ქვეყანაში აგენტები, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ არიან გაგზავნილი.

სამართალდამცველების თქმით, უცხო ქვეყნის აგენტები, მათ შორის დუბლინის აეროპორტის ინფრასტრუქტურას სწავლობენ.

ადრე, მსგავსი ეჭვები რუსეთის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების მიმართაც გაჩენილა, რომლებიც ატლანტიკურ ოკეანეში იმყოფებოდნენ.

ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულის სამიზნე უნდა ყოფილიყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები. გარდა ამისა, ირლანდიის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მათი ქვეყანა სადაზვერვო საქმიანობისთვის ბაზის სახით გამოიყენოს.

„ირლანდიაში კონტრდაზვერვა კარგად განვითარებული არ არის, ამიტომ, შესაძლოა, მოსკოვმა მას, როგორც სუსტ რგოლს განიხილავდეს“, – განუცხადა Sunday Times ბრიტანელმა ექსპერტმა მარკ გალეოტიმ.

რაც შეეხება ირლანდიისადმი ინტერესს, სწორედ იქ ირის ის სადენები, რომლებიც აშშ-ს, ბრიტანეთსა და ევროპას შორის ინტერნეტ-ტრაფიკს უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები