ეკა ბესელია: გენერალური პროკურორის არჩევის პროცესს არ დავესწრები

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ დაესწრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

ბესელიას თქმით, არჩევის პროცესი იმდენად ნეგატიურ ტალღაზე გადავიდა, მოულოდნელი არაფერი აღარ არის.

“იურიდიული კომიტეტი სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ ამ კომიტეტში დარჩენის რაიმე აზრი ვერ დავინახე. არ ვესწრები სხდომას და არც პლენარულ სხდომაზე არ დავესწრები არჩევის პროცესს. მგონია, რომ ეს პროცესი დააზიანა მმართველმა პარტიამ. პირველ რიგში იმით, რომ კონკურსის დასრულებამდე წინასწარ კეთდებოდა პროგნოზი ღია მხარდაჭერის, რამაც პროცესის მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევის პროცესი იმდენად ნეგატიურ ტალღაზე გადავიდა, რომ მგონი, მოულოდნელი არაფერი აღარ არის. დარჩენილია, მხოლოდ ფორმალური პროცესი“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ეკა ბესელია, გენერალური პროკურორის არჩევა, პარლამენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები