რიკოთზე ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული მუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

სოფელ უბისაში, ავტომაგისტრალი მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობისა 3 მუშა დაშავდა.  მათგან 2 სახლში მკურნალობს, ერთი კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მას ნეკნების მოტეხილობა აქვს. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორმა  პაატა ნინუამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა,  სამუშაოების მიმდინარეობისას რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ. სამუშაოებს ჩინური კომპანია “ხუნანი” აწარმოებს. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრის ექიმის მაია რუხაძის თქმით, დაშავებული მუშის -64 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგოამრეობა მძიმეა თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 64 წლის მამაკაცი პოლიტრამვით.  ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ნანახი იქნა ნეიროქირურგის მიერ. აღმოჩნდა მარჯვნივ ხუთი ნეკნის დაზიანება, მარცხნივ ორი. ფილტვების დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსებულ იქნა რეანიამაციულ განყოფილებაში. პოლიტრამვიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვა არ აქვს.არის კონტაქტური და ადეკვატური“,- განაცხადა  მაია რუხაძემ.
სამშენებლო ობიექტზე, სადაც შემთხვევა მოხდა, უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს რკინიგზელთა პროფკავშირების თავჯდომარე – ვიტალი გიორგაძე.
„ეს არის ჩინური კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი“. მინდა ვთქვა რომ კრიტიკას ვერ უძლებს ობიექტი ,რადან არ არის დაცული უსაფრთხოება. დიდი ობიექტია, ჩამოიშალა დიდი რკინის კონსტრუქცია. ცალსახად დარღვეულია ნორმები ,მინიმალურზეა საუბარი,შევლენ ჩვენი ინპექტორები და შევისწალით”, – ამბობს ვიტალი გიორგაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები