ქუთაისში არასამთავრობოებმა სოცმუშაკების მხარდასაჭერად აქცია გამართეს

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებულმა პირებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა და კუთვნილი ანაზღაურებისა და გადაცდურის მიღებაა.
„ჩვენ მოვითხოვთ რომ სოციალური მუშაკები აღდგნენ სამუშაო ადგილებზე, სოცილაურ მუშაკებს და ჩემს ყოფილ კოლეგებს ვუცხადებთ სოლიდარობას, ვინაიდან მიმაჩნია რომ ამ პროფესიის ასე ჩამოშლა და კადრების შეცირება გამოიწვევს სისტემით მოსარგებლე მოწყვლადი ოჯახების სირთულეებს. კანონმდებლობა შეიცვალა, ჩვენ გვქონდა მოლოდინები რომ სოციალურ მუშაკებს დაამატებდნენ,თუმცა შეამცირეს ყველაზე შრომისუნარიანი და მნიშვნელოვანი კადრები.“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თინათინ ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები