საქართველოში დაბადებულ 72 წლის მამაკაცს სახელმწიფო ღალატისთვის რუსეთში 14 წელი მიუსაჯეს
სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ, სევასტოპოლის მანქანათმშენებლობის ყოფილ თანამშრომელი, ვიქტორ პროზოროვი, სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროზოროვის საქმის მასალები გასაიდუმლოებულია, თუმცა განაჩენის გამოცხადების დროს ცნობილი გახდა, რომ საქმეში „ჩინელი მზვერავიც“ მონაწილეობს.
ცნობილია, რომ 2016 წელს პროზოროვს მივლინებები ჩინეთსა და ირანში ჰქონდა.
ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ვიქტორ პროზოროვი 1948 წელს თბილისში დაიბადა.
საბჭოთა წლებში ის სევასტოპოლში „ჩერნომორეცის“ საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის სევასტოპოლში დარჩა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა 2015 წელს რუსეთის მოქალაქე გახდა.