ბექა კვიციანს მეგობრის მკვლელობასთან ერთად, იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმასაც ედავებიან
“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ბრალი დაუმძიმდა. მას მეგობრის მკვლელობასთან ერთად, დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმასაც ედავებიან.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურს თუ არა მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, თუმცა კვიციანი სხდომაზე არ მივიდა.
შეგახსენებთ, შსს-მ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობისთვის ემზარ კვიციანის ძმისშვილი რამდენიმე თვი წინ დააკავა.