ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვჭირდება ლობისტური კომპანია, ის გვჭირდება მმართველ პარტიასაც

ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვჭირდება ლობისტური კომპანია, რომ ქვეყნისვის საჭირო ინტერესების რეალიზება მოვახდინოთ. ლობისტური კომპანია გვჭირდება მმართველ პარტიასაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ლობისუტრი კომპანიების გამოყენება აბსულუტურად ჩვეულებრივი, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომაა.

„შეერთებული შტატები არ არის რამდენიმე კონგრესმენი, თუმცა თითოეული კონგრესმენის აზრი ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ შეერთებული შტატები არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვართ მოკავშირეები ძალიან ბევრ სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილში.

ამიტომ შეერთებული შტატები, როგორც, მე ვიტყოდი ლოკომიტივი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პერსპექტივების მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გვჭირდება ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ლობისტური კომპანია, რომ ჩვენ ქვეყნისთვის საჭირო ინტერესების რეალიზება მოვახდინოთ. ლობისტური კომპანია გვჭირდება მმართველ პარტიასაც, რამდენადაც მმართველმა პარტიამ სწორად და ადეკვატურად მიიტანოს ის პოლიტიკური გზავნილები ჩვენს კოლეგებთან, ჩვენთვის საჭირო ორგანიზაციებში, პირებთან, რომლებმაც შემდგომში მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს ინტერესებს.

ლობისუტრი კომპანიების გამოყენება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომა. მით უმეტეს, აშშ-ში ეს ერთგვარად მიღებული ფორმაა. ბუნებრივია, ამას მმრთველი პარტია საკუთარი ბიუჯეტიდან აკეთებს და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები