Save the Children: 415 მილიონამდე ბავშვი კონფლიქტების ზონაში ცხოვრობს
საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემით, მსოფლიოში კონფლიქტების ზონებში 415 მილიონამდე ბავშვი იმყოფება, ეს იმაზე ორჯერ მეტია, რაც 25 წლის წინ იყო.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხშირად ბავშვები გატაცებების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
მოხსენების ავტორები 2018 წლის მონაცემს ეყრდნობიან და ამბობენ, რომ მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი სამხედრო კონფლიქტების ზონაში იზრდება. 2005 წლიდან, ომის დროს დაღუპული, ან დასახიჩრებული ბავშვების რაოდენობამ 95 ათასი შეადგინა.
ბავშვებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებს შორის სახელდება: ავღანეთი, კონგო, ერაყი, იემენი, მალი, ნიგერია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.