ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოიგეს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო.
ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს.
ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. “იბერიას” ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს.