ქუთაისის 19 საჯარო სკოლასა და 15 საბავშვი ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
ქუთაისის 19 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ბუნებრივი აირის გათიშვის გამო ერთი დღით შეწყდა. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სკოლებს ბუნებრივი აირის მიწოდება გაზმომმარაგებელი კომპანიის ერთ-ერთ სადგურზე ავარიის გამო შეუწყდათ.
“სწავლა ერთი დღით შეწყდა იმ ტერიტორიის სკოლებში, სადაც ბუნებრივი არის მიწოდება გუშინ გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო შეიზღუდა”, – თქვა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ გუშინ გაზმომარაგება ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ,გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო შეეზღუდა, როგორც “სოკარ გაზში” აცხადებენ მიმდინარეობს სამუშაოები და დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება ქალაქის მასშტაბით სრულად უნდა აღდგება.