ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ცაგერში გაიმართება

ფრენბურთში 2020 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური ცაგერში, ახლადმოწყობილ სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ცაგერში ვიზიტისას გადაწყდა.
ირაკლი ჩაჩუამ სპორტკომპლექსი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძესთან, ცაგერის მერ ავთანდილ უგრეხელიძესა და ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავასთან ერთად მოინახულა.

“ჩვენ დავათვალიერეთ ცაგერში ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, შევხვდით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სპორტის მესვეურებს. ცაგერის დიდი გამოცდილება აქვს ფრენბურთის თამაშის სფეროში, ამიტომაც გადავწყვიტეთ მარტში საქართველოს პირველობის მეორე ტური აქ ჩავატაროთ”, – განაცხადა ჩაჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები