ბრიტანეთში კორონავირუსი „სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხედ“ გამოაცხადეს
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის, განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელება „სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხეს“ წარმოადგენს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „მინისტრმა ნორმატიული აქტები გამოსცა, რომელიც ვირუსისგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვისკენ არის მიმართული“.
ჰენკოკის თქმით, „ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს, და ზომები, რომლებიც ნორმატიულ აქტებშია ჩადებული, განიხილება როგორც ეფექტური საშუალება ვირუსის გავრცელების არიდების თვალსაზრისით“.
ბოლო მონაცემით, კორონავირუსს 910 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 40 171 მიაღწია.
დაავადების დამარცხება 3,3 ათასმა ადამიანმა შეძლო, რომლებიც კლინიკებიდან გაწერეს.
რაც შეეხება დაავადებულებს, 6,5 ათასი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 187,5 ათასი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
გარდაცვლილთაგან 908 ადამიანი ჩინეთიდანაა, ერთი ჰონგ-კონგიდა, ერთი კი ფილიპინელია.