იანვრის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა.

ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები