გია ვოლსკი: უგულავამ მასხრად აიგდო ურთიერთობა, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს თავის პარტნიორ ქვეყანასთან

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავამ თქვა, რომ ამერიკაში საპარლამენტო დელეგაცია საქმის გასარჩევად წავიდა.

დეპუტატის თქმით, მან ამით მასხრად აიგდო ურთიერთობა, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს თავის პარტნიორ ქვეყანასთან.

„გიგი უგულავამ თქვა, რომ ამერიკაში საპარლამენტო დელეგაცია საქმის გასარჩევად წავიდა და მან ამით მასხრად აიგდო ურთიერთობა, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს თავის პარტნიორ ქვეყანასთან. საგანგებო მნიშვნელობისაა პარტნიორული ურთიერთობები, წერილების შინაარსიც განსახილველია, მაგრამ სამომავლო საქმიანობა ემყარება საგანგებო მიზანს – სტაბილურობის შენარჩუნებასა და პარტნიორული ურთიერთობების ისე განვითარებას, რაც შეეფერება უსაფრთხოების თემაზე ორიენტირებულ ორ მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები