ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

“კვირას” ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები