წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. წალენჯიხაში პოეტის მუზეუმის ეზოში ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც გრანელის შემოქმედება წაიკითხეს, ასევე პოეტზე დაწერილი ლექსები საზოგადოებას წარუდგინეს.

მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ შექმნა გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტენა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო, საბოლოო ჯამში ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე ლაშა გვასალიამ გრანელის შემოქმედებაზე და პოეტის როლზე ისაუბრა.

გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პროგრამიდან გასართობი ნაწილი გაუქმდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები