სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა მოსახლეობას წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ხერთვისის ციხიდან მიულოცა
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდა და ეს დღე მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადგილობრივებს ასპინძის მუნიციპალიტეტში ხერთვისის ციხიდან მიულოცა.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართველი მწერლის შოთა რუსთაველის სოფელში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლისა და ახალგაზრდა მკითხველთა ჩართულობით გაიმართა.
მოსწავლეებმა და სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან ამონარიდები წაუკითხეს, მათ შორის იყო “ვეფხისტყაოსნიდანაც”.
შეხვედრას მხარის წარმომადგენელთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიც ესწრებოდა.