აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, კოგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის ტექსტის ასლი, დემონსტრაციულად დახია.
ტრამპი კონგრესში „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ მოხსენებით 4 თებერვალს წარსდგა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერმა სიტყვა დაასრულა, კონგრესმენები ფეხზე წამოდგნენ და ტრამპს ტაშით შეეგებნენ. ამ დროს ნენსი პელოსიმ, რომლის მაგიდაზე ტრამპის გამოსვლის ტექტის ასლი იდო, ფურცლები დახია.
ნენსი პელოსი ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატორია, ასევე ის ირანთან დაკავშირებით, აშშ-ის ლიდერის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვს.