გორში კონკურსის “გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქე” პროექტების პრეზენტაცია მოეწყო

” სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” გორის ოფისში, კონკურსის “გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქე” გამარჯვებული ახალგაზრდების პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.

კონკურსი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – ების საქმიანობის მონიტორინგს ეხებოდა,  პროექტის „საქართველოში ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირების შექმნის“ ფარგლებში გაიმართა.

ახალგაზრდებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ, რაც შემდგომ ეტაპზე პრაქტიკაში განახორციელეს.

“ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებულია და ამ მიმართულებით კიდევ აქტიურად ვმუშაობთ. ყოველთვის მზად ვართ მოქალაქეების ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა შეხვედრაზე გორის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები