თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და შპს “ჰიდროგეოს“ დირექტორმა, ამირან მამუკაშვილმა მოაწერეს.

“თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოსახლეობის ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება.

სამუშაოები მიმდინარე წყლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება.

პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება,”- აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები