ხობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შუახნის მამაკაცი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, საკუთარ სახლში სტუმარმა დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხობის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგე ექიმის განცხადებით, დაჭრილ მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით შეიყვანეს, რომელიც ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ, როცა დაჭრაში ბრალდებული პირი გაქცევას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა და მასაც სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძება სსკ-ის 19,108-ე მუხლით აღიძრა.