სოფელ პირველ მაისში ერთ-ერთ სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მაშინ, როცა დაჭრაში ბრალდებული პირი გაქცევას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა და მასაც სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქალბატონი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დაჭრილი მამაკაცი ხობის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძება სსკ-ის 19,108-ე მუხლით აღიძრა.