ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც 2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩანაწერს მოიცავს.

ასამბლეა საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, არჩევნები იმ სისტემით ჩაატაროს, რომელზეც პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება იქნება.

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, თავდაპირველ პროექტში ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის შეთანხმებასთან ერთად, პროპორციულ სისტემაზე იყო მითითება, მაგრამ ასამბლეის მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში პროპორციული სისტემა არ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები