ჟურნალისტმა თეონა გოგელიამ “იმედი” დატოვა – “არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში”
ჟურნალისტმა თეონა გოგელიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“ფეისბუქპოსტის” თანახმად, ამიერიდან მას “იმედის” ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ აკავშირებს.
“5 წელი ვიმუშავე “იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან “ქრონიკაში”, რადიო “იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში – ჯერ “პოლიტიკა” და ბოლოს “იმედი Live“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან – დღემდე.
ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო “იმედინიუსზე” მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს.
ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად “იმედის” ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს.
არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში”,- წერს თეონა გოგელია სოციალურ ქსელში.