“შეცვალეს” აქტივისტების მტკიცებით, ჩხოროწყუში უცნობი პირები თავს დაესხნენ – შსს მომხდარს იძიებს (ვიდეო)

ჩხოროწყუში მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებს – ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქიტიშვილს ფიზიკირად გაუსწორდნენ.
როგორც მოძრაობს ერთ-ერთი წევრი ოთო შენგელია ამბობს, როცა ის და მისი მეგობრები ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ბრუნდებოდნენ სიგარეტის საყიდლად, ერთ-ერთ მაღაზიასთან მანქანა გააჩერეს, სწორედ მაშინ დაესხა თავს უცნობი პიროვნება და მათ სცემა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე  ერთი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები