პეტრე ტოლსტოი: საპარლამენტო ასამბლეაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სიმართლე იციან, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს მაინც აქნევენ
რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, პეტრე ტოლსტოიმ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საერთაშორისო საკითხების განხილვის დროს, კოლეგები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ასამბლეაზე არ ვიმყოფებოდით, რუსეთის შესახებ მხოლოდ სიცრუეს ვისმენდით, ასევე სიცრუეს ჩვენი ქვეყნის ქმედებების შესახებ. ეს ტყუილი დღესაც ტირაჟირებს უამრავი ორატორის მხრიდან. არ შეიძლება ქვეყნის დადანაშაულება, ფაქტების არცოდნის პირობებში. ვინ ვინ უნდა დასაჯოს?“, – განაცხადა ტოლსტოიმ.
ტოლსტოიმ დამსწრე საზოგადოება დაადანაშაულა იმაში, რომ ყველა მათგანმა „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ასევე დონბასზე სიმართლე იციან, თუმცა”უბრალოდ ისმენენ იმას, რასაც მათ ეუბნებიან, და თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ“.
მისი თქმით, სწორედ უკრაინამ და საქართველომ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
„ეს ადამიანის უფლებების დარღვევების გაუგონარი ფაქტები შეუმჩნეველი დარჩა“, – აღნიშნა მან.