პრემიერი „ფრონტერაზე“ – ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომპანია „ფრონტერასტან“ დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქმე გვაქვს ლობისტურ ინტერესთან.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და იმედი მაქვს, ამას სულ მალე, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.