გიორგი გახარია: ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი.

„ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები