დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელთაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე

„მისასალმებელია, ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელთაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე“, – ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინა მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ ოკუპაციის გაღრმავება და ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა.

“ბოლო დროს აქტიურად მიდის ოპონირება, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო ტრიბუნას აქტიურად არ იყენებს და ოკუპაციის შესახებ აქტიურ საუბარს ერიდება.

გასულმა დღეებმა კი საპირისპიროში დაგვარწმუნა. ჯერ იყო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც ბატონმა პრემიერმა საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა და მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართელოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც მტკივნეულია როგორც ტერიტორიული და ადამიანური კუთხით, ასევე, ის ხელს უშლის ქვეყანას, რომ სრულად წაროაჩინოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი.

გუშინ კი დავით ზალკალიანმა მიმართა სიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, დიდი დრო კი სწორედ ოკუპაციაზე საუბარს დაუთმო და ხაზი ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტრუმენტების გააქტიურებას გაუსვა. კარგი არის, რომ მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს საერთაშორისო შესაძლებლობებს და ქვეყნის უმთავრეს გამოწვევაზე/პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, ოკუპაციის შეჩერება და დეოკუპაციის მიღწევა, მხოლოდ ჩენი პარტნიორების ძალისხმევით და მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მისასალმებელია ის თანმიმდევრული, არაპროვოკაციული ქმედებები, რომელსაც მართველი გუნდი ატარებს. რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე, რომლის არასწორმა პოლიტიკამ ოკუპაციის გაღრმავება და ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა“, – განაცხადა დავით ჩიხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები