“ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების” დირექტორი: საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილები სერიოზულად უნდა აღიქვას

“ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების” დირექტორის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილები სერიოზულად უნდა აღიქვას.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება.

“თბილისისთვის საქართველოს მეგობართა ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონგრესმენები საქართველოს უკვე დიდი ხანია მხარს მტკიცედ უჭერენ. მათი შეშფოთება საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას. თითოეულ იმ საკითხს, რაზეც ისინი საუბრობენ საფუძვლიანი მიზეზები აქვს, რომელიც ძალიან შემაშფოთებელ საერთო სურათს ქმნის. საქართველოს სჭირდება აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის დიდი ნაწილი საქართველოს დემოკრატიისა და ღია საზოგადოებისადმი ერთგულებას უკავშირდება.

საქართველოს ეს ნაბიჯები მის მეგობრებს ვაშინგტონში ძალიან აშფოთებთ და მთავრობამ ეს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, ეს დიდი შეცდომა იქნება”, – განაცხადა ჯონ ჰერბსტიმ.

​ცნობისთვის, კონგრესმენები წერილებში საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები