მიხეილ სააკაშვილი: ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინცდამაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ახალგაზრდების ჯგუფთან “სკაიპით” ჩართვისას საქართველო-ამერიკის კავშირზე ისაუბრა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ურთიერთობაც გაიხსენა. მისი თქმით, მას და ობამას ერთმანეთი დიდად არ უყვარდათ.

„მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ ახალგაზრდობას აინტერესებს პოლიტიკა. ყველაზე მეტად რასაც შევებრძოლებოდი, არის იდეა, რომ საერთოდ პოლიტიკა რა შუაშია, ბინძური საქმეა და გავერიდოთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს.
თუ არ მოგვწონს დღევანდელი პოლიტიკოსები, უნდა ჩაანაცვლო ისინი. არ მოგწონს პოლიტიკოსები, შენ თვითონ გახდი პოლიტიკოსი, არ მოგწონს აქტივისტები, თვითონ გახდი აქტივისტი.
​სხვათა შორის, ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინცდამაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ობამამ სწორად თქვა, რომ ლაპარაკის დრო აღარაა, თუ მოგბეზრდათ პოლიტიკოსები, ადექით და თქვენ ხელში აიღეთ, თქვენ თვითონ გახდით და მერე იწუწუნეთ, თუ არ გამოგივათო. მართალია აბსოლუტურად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები