ნათია თურნავა: პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად

ვფიქრობ, მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად.

„პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები