ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ჭიათურაში, კოსტავას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე დავით ბიწაძემ და მერის მრჩეველმა გახა გუდაძემ გაერთიანებული საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთან მაკა წერეთელთან ერთად დაათვალიერეს.

სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. შენობასთან ერთად გათვალისწინებულია ეზოს მოწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ელიტმშენი“ ასრულებს.
ბაღის მშენებლობაზე 502 280 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები