კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის საქალაქო ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

67 ავადმყოფის მონაცემის კვლევის შედეგად, ლაბორატორიაში 12 დადებითი შედეგი დაფიქსირდა, მათგან ერთი კორონავირუსია, თუმცა „არა ჩინური“.

კიევის საქალაქო ლაბორატორიის ცენტრის “ფეისბუკ” გვერდზე, შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შემდეგ, მომხმარებლების მხრიდან შეკითხვა დაისვა: არის თუ არა გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებულის მსგავსი, რაზეც იქვეა პასუხი: „არა, ის ჩინურის მსგავსი არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები