ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე: ჩვენი საჰაერო მიმოსვლა კონტროლის ქვეშაა, რისკების მქონე პაციენტების შემოწმება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით განხორციელდება

ჩვენი საჰაერო მიმოსვლა კონტროლის ქვეშაა, რისკების მქონე პაციენტების შემოწმება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.​

მისი თქმით, მოქალაქეებმა ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით უნდა შეზღუდონ.

“დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ასევე, ჩვენ გვაქვს შექმნილი საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ გვქონდეს ინფორმაცია. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლის ქვეშ. ამ ეტაპისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდანაც არ ყოფილა მოწოდებული განსაკუთრებული მითითებები, იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება საჰაერო მიმოსვლით იქნება თუ სახმელეთო, რისკების მქონე პაციენტების შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 2 700 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები