ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
იგი გუშინ მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც „რეგიონულ კვირას “ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ განუცხადა, პაციენტი ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„პაციენტის მდგომარეობა ამ დროითვის უკიდურესად მძიმეა. იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები მისი დაღუპვის შესახებ, მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“,- განაცხადა  დირექტორმა დავით ლოლაძემ
ცნობისთვის, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები