თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე ცნობით,
ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, გურჯაანის, მახათის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ერისთავის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის, ალიხანიანის, ბოროდინის, მარტყოფის, ნასაკირელის, წურწუმიას და ქეთევან წამებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, აწყურის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, ცუცხვათის, შორაპნის, ძევერის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მახოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის დასახლების, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი