გია ვოლსკი: ოპოზიციასთან შეხვედრის მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ რას სთავაზობს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს

0

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ რას სთავაზობს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს.

“ეჭვი მაქვს, საერთოდ არცერთი მოდელი მათთვის მისაღები არ არის, არც პროპორციული არ არის მისაღები. ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა და ნელ-ნელა გადადის გარკვეულ დასტურში. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ და საერთშორისო პარტნიორებმაც, ორგანიზაციებმაც დაინახონ, რეალურად ვინ რას სთავაზობს იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა,” – განმარტა ვოლსკიმ.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის რიგით მეხუთე შეხვედრა, განსახილველი თემა კვლავ საარჩევნო სისტემაა.

კომენტარები

კომენტარი