“არ დავთმობთ” – ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ და საზოგადოება ,,ბათომი“ დღეს „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. მონაწილეები ევროპის მოედანზე იკრიბებიან, მოგვიანებით კი, მსვლელობით რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

ბათუმელი აქტივისტები ამბობენ, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციისა და სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ,,ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ქალაქში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, 20 იანვარს კი ისინი ბათუმის სანაპირო ზოლში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი თბილისშიც მოაწყვეს.
შეგახსენებთ, რომ შპს „ბათუმი რივიერა“ კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ნებართვა პირველი, 42-სართულიანი მშენებლობის დაწყებისა ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები