ქუთაისში პარტია “ლელოს” რეგიონული ოფისი გაიხსნა

⁹ქუთაისში პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რეგიონული ოფისი გახსნა და ადგილობრივი გუნდი წარადგინა.
“ლელოს” რეგიონული ოფისი პირველია რომელიც ქუთაისში გაიხსნა, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, ოფისის გახსნის მთავარი ამოცანა არის ის, რომ სწრაფად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია სამომავლო გეგმებზე.
“დღეს ქუთაისში გავხსენით ერთ -ერთი პირველი ოფისი საქარველოში .”ლელოს”გადმოსახედიდან ეს არის უმნიშვნელოვანესი ქალაქი და რეგიონი, ამიტომ პირველი ოფისი აქ გაიხსნა. ამოცანა არის ის, რომ სწრაფად შევძლოთ ქუთაისის მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.თუ რატომ ვაპირებთ, რომ არჩევნებში მოვიპოვოთ ხმების უმრავლესობა და რომ შევძლოთ მთავრობის დაკომპლექტება.პირველ რიგში ეს არის ის როლი და ფუნქცია რომელიც ქუთაისმა უნდა შეასრულოს, როგორც ფინანსურმა ცენტრმა.
ასევე ჩვენ გვაქვს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავზარდოთ ქუთაისის როგორც პოლიტიკური ცენტრის როლი“-განაცხადა ჯაფარიძემ.
“ლელო”-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მამუკა მამალაძე დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები