ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა, -ამის შესახებ “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელი, შოთა გოგიტაური ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. პროექტი სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც სკოლამ ოპერირება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები