გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტვ “იმედის” ეთერში, გადაცემა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.
„2019 წლის 15 ნოემბერს თავისუფლების მონიტორმა მოამზადა ხუთ წუთიანი ჟურნალისტური გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია შარვაშიძის შესახებ, რომლის მიმართაც წამოაყენა ბრალდება დისერტაციაში პლაგიატის გამოყენების შესახებ.
ვიდეოში აქცენტირებულია გარემოება, თუ რატომ გამოიყენა საკუთარი ხელმძღვანელობით მომზადებული ტექსტის ორმოცი გვერდი გია შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში. სიუჟეტს მოჰყვა გაგრძელება უნივერსიტეტის პროფესორის და სოციოლოგიის დოქტორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ, რომელმაც საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განავრცო ეს თემა და გაიმეორა ბრალდება პლაგიატის შესახებ.
დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა. მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი გაამძაფრა საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ. თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელ მამათა წამოზრდილმა თაობამ, რომლებიც ამ ოდიოზური ორგანიზაციის რებრენდინგით დაკავდნენ, რა გასაკვირია და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მიაკითხეს. მათ მოსკოვიდან გამოითხოვეს მისი 1987 წელს დაცული ეკონომიკურ მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია, წაიკითხეს რუსულ ენაზე, რომელიც უცნობია სად ისწავლეს და დაადგინეს, რომ ეს ტექსტი შეიცავს პლაგიატს გაუგებარია მხოლოდ ის, თუ რატომ სთხოვენ ნაშრომის შემოწმებას 2010 წელს შექმნილ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის მიზანიც ისტორიულ დოკუმენტებთან მუშაობას არ წარმოადგენს. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ შეეცადნენ პლაგიატის დადგენას საკუთრივ მოსკოვში, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს მათი გუნდის არაერთ წევრს”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

https://www.imedi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები