მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა – დაშავებულია ორი ადამიანი (ფოტო)

​თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაზიანებულია ორი ავტომობილი.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

​ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები