ვარკეთილში ნაპოვნ ჩვილთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება 127 -ე მუხლით დაიწყო

კორპუსის ლიფტში, წერილთან ერთად დატოვებული ახალშობილის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 127 -ე მუხლით დაიწყო- ამის შესახებ “კვირას” შსს-დან აცნობეს.

აღნიშნული მუხლი სიცოხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლელობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, რაც ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილის მე-3 მასივში მოხდა.

ამ დროისთვის შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები